არქივი15 მაისი, 2026, 19:09
26 მაისის ღონისძიებების ნაწილობრივი დაფინანსებისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 8 081 647 ლარი გამოიყოფა

26 მაისის ღონისძიებების ნაწილობრივი დაფინანსებისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 8 081 647 ლარი გამოიყოფა - თანხა თბილისსა და რეგიონებში საზეიმო ღონისძიებებთან დაკავშირებული აქტივობებისთვის დაიხარჯება. თბილისში, 9 აპრილის ბაღსა და ორბელიანის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე შემეცნებით-გასართობი სივრცეების მოწყობაა დაგეგმილი, ასევე გაიმართება გალა კონცერტი, სადაც მონაწილეობას მიიღებენ მუსიკოსები და მომღერლები. 17:10 საათზე საზეიმო აღნიშვნა იქნება პრეზიდენტის სასახლისა და მიმდებარე ტერიტორიაზე, პარალელურად გაჟღერდება საქართველოს ჰიმნი როგორც სადგურებზე, ისე მატარებლებში.
თავდაცვის სამინისტრო - 2 422 778 ლარი
კულტურის სამინისტრო - 2 000 000 ლარი;
რეგიონული განვითარების სამინისტრო - 825 000 ლარი;
ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 695 259 ლარი;
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 692 555 ლარი;
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი - 660 220 ლარი;
იუსტიციის სამინისტრო - 470 000 ლარი;
ჯანდაცვის სამინისტრო - 315 835 ლარი.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.