მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯებს არ საჭიროებს

„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯებს არ საჭიროებს, – განაცხადეს მთავრობის ადმინისტრაციაში.
ადმინისტრაციის განმარტებით, სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო, შესაბამისი თანამდებობის პირებისთვის, მკაცრად დადგენილი წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, უწყებებისთვის კანონით გამოყოფილი შრომის ანაზღაურების ფონდიდან გაიცემა.
„ბიუჯეტიდან ამ პროექტის რეალიზაციას დამატებით არც ერთი თეთრი არ სჭირდება. საუბარია ყველა ორგანიზაციისთვის კანონით გამოყოფილი შრომის ანაზღაურების ფონდის ფარგლებში ჯილდოს ან/და დანამატის გაცემაზე კონკრეტული თანამდებობის პირებისთვის და ისიც მხოლოდ მკაცრად დადგენილი წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევებში, როგორიცაა, მაგალითად: ზეგანაკვეთური სამუშაო, განსაკუთრებული სირთულის დავალების წარმატებით შესრულება და სხვ“, – აღნიშნავენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ვატო შაქარიშვილი: რთული იყო ჩემთვის, ისევე, როგორც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, ამ სამარცხვინო დეგრადაციის და მორალური დაცემის ყურება, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი განიცდის – ძალიან მოკლე აღმოჩნდა გზა, ბორელთან ღირსეულად ჩატარებული ბრიფინგიდან – ყვითელი პრესის მეთოდებამდე