,,22 წელია მამა-შვილს გადაკვეთა არ ჰქონიათ… ოთარი ფსიქიატრიულ კლინიკებში მის მკურნალობას თვეობით უზრუნველყოფდა“ – ნინო ფოჩხუა ოთარ ჩრდილელის შვილზე

ექსპერტი ნინო ფოჩხუა ოთარ ჩრდილელის შვილის აქციაზე დაკავების ფაქტს ასე ეხმაურება:

,,აბა არიქა, მიეცათ სალაპარაკო ადამიანის ტრაგედიაზე დაგეშილებს. სანამ იმას დაწერთ, რომ რუსთაველზე ერთ-ერთი დაკავებული, კერძოდ ვინმე ანუკი ჩრდილელი ოცნების მიერ საკრებულოში პროპორციული სიით წარდგენილი ოთარ ჩრდილელის შვილია, მანამდე იქნებ გაგერკვიათ არიან კი ურთიერთობაში მამა-შვილი, 22 წელია გადაკვეთა არ ჰქონიათ მათ, მიუხედავად ამისა ოთარი თურქეთის და ისრაელის ფსიქიატრიულ კლინიკებში მის მკურნალობას თვეობით უზრუნველყოფდა. წელიწადში ორჯერ კი თბილისშიც მკურნალობს ანუკი, რაც ადვილი გადასამოწმებელია. გოგონა ავადაა და ამას ეს მანქურთები სათავისოდ იყენებენ. მარტო ეს გოგონა რომ იყოს მათი გამოყენების ობიექტი, ეს არაფერი იქნებოდა, მე როგორც ვუყურებ რუსთაველზე ზოგიერთი ახალგაზრდის ქცევას, არ არიან ჯანმრთელნი და უნდა რცხვენოდეთ აქციის ორგანიზატორებს ავადმყოფი ადამიანების ექსპლუატაციის.”

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ