თამთა მეგრელიშვილი: …ის აფინანსებდა ანუკი ჩრდილელის მკურნალობის ხარჯებს თურქეთისა და ისრაელის ფსიქიატრიულ კლინიკებში

 „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი:
 “რუსთაველზე დაკავებულ 16 პირს შორის ოცნების მიერ საკრებულოში პროპორციული სიით წარდგენილი ოთარ ჩრდილელის შვილი, ანუკი ჩრდილელია” – ამ მესიჯბოქს, რომ მამა ოცნებაშია და “ქვეყნის გამყიდველია” და შვილი ამავე ქვეყნის მომავლისთვის იბრძვის და აკავებენ – ახმოვანებს ოპოზიციური სპექტრი, მათთან დაახლოებული პირები თუ მედია საშუალებები.
სინამდვილეში საკითხი ასე დგას:
წლებია ოთარ ჩრდილელს ანუკი ჩრდილელის გადაწყვეტილებით არათუ მამა შვილური არამედ არანაერი კავშირი არ აქვს მასთან, მას ის წლებია თვალით არ უნახავს.
თუმცა როგორც მის მიმართ პასუხისმგებლიანი პირი ის აფინანსებდა ანუკი ჩრდილელის მკურნალობის ხარჯებს თურქეთისა და ისრაელის ფსიქიატრიულ კლინიკებში.
სამწუხაროდ ანუკი ჩრდილელს მენტალური პრობლემები აქვს და ოთარ ჩრდილელი ყველაფერს აკეთებს მისი ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად, სამწუხაროდ ანუკის ამ მდგომარეობას პოლიტიკური მიზნებისთვის კარგად იყენებს “ნაციონალური მოძრაობა” რადგან ისინი მსხვერპლზე, სისხლზე დაგეშილი ძალაა და ანუკი ჩრდილელი მენტალური პრობლემებით მათთვის მორიგი მსხვერპლია და სტატისტიკაა.
ანუკი აუცილებლად დაძლევს
მენტალურ პრობლემებს და თუ მოინდომებს იპოვის სწორ გზას, მართლა ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის სად უნდა დადგეს და ვისთან, აი თქვენ კი სვავებო “ნაციონალური მოძრაობის” სახით, ისტორიაში შეხვალთ როგორც მაწამებელი, გამაუპატიურებელი, გვამებზე მონადირე ძალა, რომელიც ხელისუფლებაში არ ყოფნის პირობებშიც
არ ივიწყებს საკუთარ ხელწერას და იყენებს ისეთი პრობლემების მქონე ახალგაზრდებს როგორიც ანუკის აქვს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია

შოთა დიღმელაშვილი: მსოფლიოს გარშემო ამ ტაუერებზე სახელის ლიცენზია ბევრჯერ დაკარგულა, ბევრჯერ თავად პროექტი გაჩერებულა, ბათუმის ტრამპ ტაუერის პროექტს ივანიშვილი “ტრიუკს” უწოდებდა. ამ ფაქტების ერთობლიობიდან გამომდინარე შეგვიძლია თამამად ვივარაუდოთ, რომ …