პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“პარკში მამას და შვილს პირდაპირ ასე სძინავთ სკამებზე – სასწრაფოდ უნდა დავუდგათ საცხოვრებელი კონტეინერი” – აკა სინჯიკაშვილი

“პარკში მამას და შვილს პირდაპირ ასე სძინავთ სკამებზე – სასწრაფოდ უნდა დავუდგათ საცხოვრებელი კონტეინერი” – აკა სინჯიკაშვილი

პარკში მამა და შვილი ვნახეთ. პირდაპირ ასე სძინავთ სკამებზე. ავადმყოფი კაცია და პატარა გოგო ჰყავს :/მითხრეს, რომ ერთი წლის წინ დაკარგეს სახლი და მას შემდეგ ქუჩაში ცხოვრობენ. იძულებულები არიან მოწყალება ითხოვონ და ასე გადარჩნენ. ამათი ქუჩაში გაჩერება აღარ შეიძლება. ზამთარში ხომ წარმოგიდგენიათ რა დღეში იქნებიან. თქვენ კიდევ არ იცით, ავადმყოფ კაცს და გოგოს რეების გაძლება ატანა უწევთ, ყოველ ღამეს. ისეთი საცოდავები არიან მართლა, აი გული დაგეწვებათ. სასწრაფოდ უნდა დავუდგათ დიდი საცხოვრებელი კონტეინერი, სადაც ნორმალურად იცხოვრებენ და ამდენი საფრთხე აღარ დაემუქრებათ, რომლებსაც მართლა სიმწრით უძლებენ. მოგვეხმარეთ და ვეცდებით რაც შეიძლება მალე მივარიდოთ ქუჩას ადამიანები, რომლებიც არაფრით არ იმსახურებენ ასე ყოფნას.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აგვისტო 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.