2025 წლიდან, წვევამდელები მხოლოდ თავდაცვის უწყებაში გაიწევიან და ნატო-ს სტანდარტებით გაიწვრთნებიან – გრიგოლ გიორგაძე

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, 2025 წლიდან, წვევამდელები მხოლოდ თავდაცვის უწყებაში გაიწევიან და ნატო-ს სტანდარტებით გაიწვრთნებიან.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, გაწვრთნის 8 და 11-თვიანი კურსები იქნება და ონლაინსწავლებაზე მყოფ სტუდენტებს არჩევანის საშუალება ექნებათ.
“თავდაცვის კოდექსი, გადავადების სხვა საფუძვლებთან ერთად, ითვალისწინებს სტუდენტის სტატუსის გადავადების საფუძველს. ასევე, ეს მოიცავს ონლაინსტუდენტებს, რომლებიც საზღვარგარეთ დისტანციურად სწავლობენ. გარკვეული პირები, აორგანიზებდნენ ე.წ. ბიზნესს, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც ძალიან მარტივია გამოცდების გარეშე ონლაინსტუდენტების სტატუსის მოპოვება. ამ გზით უნდოდათ გადავადებების მოხერხება. შესაბამისად, ჩვენ ორი ამოცანა გვაქვს – ერთი მხრივ, არ მივცეთ არაკეთილსინდისიერ ადამიანებს ჯარისგან თავის არიდების საშუალება და მეორე მხრივ, რეალური სიტუაცია გვექნება, რომ განათლების უფლების რეალიზება მოხდეს. ჩვენ ასე წარმოგვიდგენია, რომ 2025 წლიდან, წვევამდელები გაიწევიან მხოლოდ თავდაცვის უწყებაში და გაიწვრთნებიან ნატო-ს სტანდარტებით. არის გაწვრთნის სხვადასხვა მოცემულობა, ეს არის, 8-თვიანი და 11-თვიანი და ეს ვარიაციები შეეთავაზებათ ონლაინსტუდენტებს 2025 წლიდან”, – განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთი არასწორი დამოკიდებულებით, როგორც ახლა ვიტყოდით, „პრიორიტეტებით“, ვცოდავთ და ღმერთს ვშორდებით. შემდეგ კი გვიკვირს, რატომ გამიწყრა ღმერთი, რატომ მიმატოვა, როცა ჩავვარდი ამა თუ იმ მძიმე განსაცდელში

კოალიციის მთავარი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აკეთებს განცხადებას, რომ “ფორმულამ” ნახევარი მილიონი, შავი ფული აიღო 4 ოქტომბრის თემის აწევაში – კოალიციის სხვა ლიდერები რატომ არ გმობენ ოპოზიციურ მედიაზე ასეთ თავდასხმას?გეზარებათ გიჟთან ჭიდაობა?

სალომე, გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში, როგორც ამბობ და რაღაც არ მახსოვს, ხალხის ცემა და თვალების დათხრა მაშინ გაგეპროტესტებინოს – მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს