თავდაცვის კოდექსის განხილვა საპარლამენტო კომიტეტების სხდომაზე კამათის ფონზე წარიმართა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე თავდაცვის კოდექსი განიხილეს. დასმულ შეკითხვებს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ უპასუხა.
სხდომაზე იყო კამათიც. კომიტეტის თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიას შენიშვნა რამდენჯერმე მისცა. კამათი მოჰყვა “თავდაცვის კოდექსში” არსებულ რელიგიურ ნაწილს ჯარში გაწვევასთან დაკავშირებით.
“ღმერთი არ არის თქვენკენ, თორემ როგორ შეიძლება სხვანაირად ფაქტობრივად თითქმის საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე უმრავლესობა თქვენს გვერდზე იყოს, პრემიერ მინისტრი თქვენს გვერდზე იყოს, ეკლესია თქვენს გვერდზე იყოს და წელიწადის განმავლობაში, უბრალოდ სულელივით გიწევდეთ დგომა ერთ ადგილას და ვერც ვერაფერს ასაბუთებდეთ, ვერც გირჩის გაუქმების კანონს ღებულობდეთ და კიდევ დიდხანს მოგიწევთ მანდ დგომა,” – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
მიხეილ სარჯველაძემ იაგო ხვიჩიას უცენზურო სიტყვების გამოყენებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
“ჩავთვალოთ, რომ უბრალოდ იძულებული ვარ უკანასკნელი გაფრთხილება დავარქვა ამას. სიტყვები, რომელიც უცენზუროა თავისი არსით, ამას ხელმეორედ გამოიყენებთ და მომიწევს რომ დაგატოვებინოთ დარბაზი,” – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დისტანციურ სწავლებაზე მყოფი სტუდენტებისთვის სამხედრო სამსახურის გავლის პირობების გარდა, გასაწვევ პირთა უფლებების დაცვის შესახებაც ისაუბრა. გრიგოლ გიორგაძის განმარტებით, სტუდენტს, რომელიც დისტანციურად სწავლობს, შეუძლია, აირჩიოს სამხედრო სავალდებულო სამსახურის სხვადასხვა ვარიაცია 6-8-11-თვიანი ან მათთვის სპეციალურად შექმნილი პროგრამა, ოთხი წლის განმავლობაში ზაფხულობით, ერთი თვე სამხედრო სამსახურის გავლა. თავდაცვის კოდექსთან დაკავშირებული ცვლილებები 2025 წლიდან ამოქმედდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – უცხოეთის მოქალაქეზე სახელმწიფოს ეძლევა საშუალება, რომ ე.წ. „უდოს კომისიამ“, პირობით ვადამდე გათავისუფლების დროს გაძევება გამოიყენოს სხვა სასჯელებს შორის, რა შუაშია სააკაშვილი, ამხელა კამპანია ააგეს

მამუკა მდინარაძე – 4 ოქტომბერს საკრებულოში უნდა შეჭრილიყვნენ და გეგმა „ბ“ იყო პრეზიდენტის სასახლე, საკრებულოში 1000-მდე სპეცრაზმელი იყო და ვერ გაბედეს ამის გაკეთება, ასევე გვქონდა ინფორმაცია, რომ სადღაც ინახებოდა იარაღი და პოლიციელების ფორმები, ამ ინფორმაციიდან ნახევარი უტყუარად დადასტურდა და ამოვიღეთ კიდეც იმავე ღამეს

მამუკა მდინარაძე – 2022 წელს, როცა დანაშაული მოხდა, შეტყობინება არსად იყო დაფიქსირებული, არც დაზარალებულებს მიუმართავთ ვინმესთვის და რეაგირება, ბუნებრივია, ვერ იქნებოდა, ინფორმაციის მიღებისთანავე მოხდა მყისიერი რეაგირება, მოძალადე პოლიციელები ადამიანების ცემის ფაქტზე 23 თებერვალსვე დააკავეს