არქივი3 იანვარი 2025, 22:10
2024 წელს საქართველომ 90 მლნ დოლარის შოკოლადი იყიდა

2024 წელს საქართველომ 90 მლნ დოლარის შოკოლადი იყიდა
2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ 90,056.79 ათასი დოლარის ღირებულების 20,108.79 ტონა შოკოლადი იყიდა, წლიური ზრდა 7%-ია.
საქართველოსთვის შოკოლადის იმპორტის კუთხით ნომერ პირველი ქვეყანა რუსეთია. რუსეთზე საქართველოში შოკოლადის იმპორტის 41%-ი მოდის.
TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო ყველაზე დიდი რაოდენობით შოკოლადს ყიდულობს:
· რუსეთი - 8,145.21 ტონა,
· უკრაინა - 3,020.34 ტონა,
· თურქეთი - 2,148.48 ტონა,
· პოლონეთი - 1,160.25 ტონა,
· ხორვატია - 1,135.65 ტონა.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 იანვარი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.