ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველომ წელს ყველაზე დიდი რაოდენობით ღვინო გაიტანა

TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველომ წელს ყველაზე დიდი რაოდენობით ღვინო გაიტანა

2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ ექსპორტზე 262,389.86 ათასი დოლარის ღირებულების 90,352,135.79 ლიტრი ღვინო გაიტანა. ეს მაჩვენებლები კი გასული წლის 11 თვესთან შედარებით 9%-იანი ზრდაა.
ქართულ ღვინოზე ყველაზე დიდი მოთხოვნა ტრადიციულად რუსეთშია, სადაც წელს 176,264.38 ათასი დოლარის ღირებულების ქართული ღვინო გაიყიდა.
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველომ იანვარ-ნოემბერში ყველაზე დიდი რაოდენობით ღვინის ექსპორტი განახორციელა:
· რუსეთი - 64,586,347.15 ლიტრი,
· პოლონეთი - 6,114,473.20 ლიტრი,
· უკრაინა - 4,192,732.53 ლიტრი,
· ყაზახეთი - 2,995,254.41 ლიტრი,
· ბელარუსი - 2,408,898.00 ლიტრი.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.