გასულ წელს საქართველომ 4-ჯერ მეტი ფორთოხალი იყიდა, ვიდრე გაყიდა

2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ 5,481.11 ათასი დოლარის 9,204.66 ტონა ფორთოხალი იყიდა.
საქართველოში ფორთოხლის პირველი იმპორტიორი ქვეყანა თურქეთია, რომელზედაც ფორთოხლის იმპორტის 45%-ი მოდის.
ქვეყნები, საიდანაც საქართველომ ფორთოხალი იყიდა:
· თურქეთი - 4,182.37 ათასი დოლარი;
· ირანი - 3,240.53 ათასი დოლარი;
· ეგვიპტე - 1,329.09 ათასი დოლარი;
· სამხრეთი აფრიკა - 278.66 ათასი დოლარი;
· არაბთა გაერთიანებული საამიროები - 91.17 ათასი დოლარი;
2024 წლის 11 თვეში ქვეყანამ ექსპორტზე 1,537.35 ათასი დოლარის ღირებულების 2,334.70 ტონა ფორთოხალი გაყიდა.
ქვეყნები, სადაც საქართველომ ფორთოხალი გაყიდა:
· სომხეთი - 2,185.00 ათასი დოლარი;
· რუსეთი - 91.57 ათასი დოლარი;
· გერმანია - 22.82 ათასი დოლარი;
· უზბეკეთი - 19.70 ათასი დოლარი;
· აზერბაიჯანი - 15.60 ათასი დოლარი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 იანვარი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.