ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

2024 წელს ნიდერლანდები უკრაინას 2 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას მიაწვდის

ნიდერლანდების სამეფო 2024 წელს უკრაინას 2 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას მიაწვდის. ინფორმაციას ამის შესახებ ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი კაისა ოლონგრენი ავრცელებს.
ოლონგრენის თქმით, ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ნიდერლანდების მხარდაჭერა უკრაინისადმი შეუცვლელი იქნება მომავალშიც. მისი თქმით, აღნიშნული დახმარება, იმ უფრო ფართო დახმარების პაკეტის ნაწილია, რასაც ნიდერლანდები უკრაინას 2024 წელს თანდათანობით მიაწვდის.
გავრცელებული ინფორმაციით, 2024 წლის დასაწყისში 102 მილიონი ევროს დახმარებას რეკონსტრუქციისა და ჰუმანიტარული მიზნებით გაუგზავნის და დახმარების მასშტაბი წლის განმავლობაში გაიზრდება.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.