ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კანადა უკრაინას 1,3 მილიარდი კანადური დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

კანადა უკრაინას 1,3 მილიარდი კანადური დოლარის (869 მილიონი ევროს) ღირებულების სამხედრო დახმარებას გამოუყოფს, - ამის შესახებ კანადის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მოხსენებაშია საუბარი.
დოკუმენტის მიხედვით, უკრაინას დახმარება 2023 - 2026 წლის შუალედში გადაუნაწილდება.
2023 - 2024 წლის განმავლობაში უკრაინა 816 მილიონ კანადურ დოლარს მიიღებს, 2024 წლიდან 2025 წლამდე კი 318 მილიონ კანადურ დოლარს. დარჩენილ 197 მილიონ დოლარს კი უკრაინა 2025 - 2026 წლის შუალედში მიიღებს.
კანადური მედიის ინფორმაციით, ამ დრომდე ოფიციალურმა ოტავამ კიევს 9,8 მილიარდი კანადური დოლარის ოდენობის დახმარება გაუწია.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.