არქივი17 ნოემბერი, 2023, 18:55
ნიდერლანდები უკრაინას 2 მლრდ ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს
ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანა უკრაინას 2 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს.
"ნიდერლანდები აგრძელებს უკრაინის მუდმივ მხარდაჭერას. 2024 წლისთვის მთავრობამ 2 მილიარდ ევროზე მეტი გამოყო, ეს თანხა ძირითადად სამხედრო მხარდაჭერისთვისაა განკუთვნილი", - ნათქვამია განცხადებაში.
გამოყოფილი თანხები მოხმარდება საბრძოლო მასალის მომარაგებას, აღჭურვილობისა და იარაღის მოვლა-პატრონობას, კიბერუსაფრთხოების გაუმჯობესებას, ასევე ქვეყნის აღდგენასა და რეკონსტრუქციას.
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.