არქივი14 დეკემბერი, 2023, 15:23
2023-2024 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონი 20 დეკემბერს გაიხსნება
2023-2024 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონი 20 დეკემბერს გაიხსნება - მთის ტრასების სააგენტოს ცნობით, გახსნის ცერემონიალი ახალ გუდაურში შედგება.
მათი ინფორმაციით, დამსვენებლები საქართველოს ოთხივე სამთო-სათხილამურო კურორტზე, ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში საბაგიროებითა და სასრიალო ტრასებით სარგებლობას 9 დეკემბრიდან ეტაპობრივად შეძლებენ.
ცნობილია, რომ ზამთრის სათხილამურო კურორტზე, ახალ გუდაურში, დამსვენებლებს 2 ახალი საბაგირო კომპლექსი და ახალი სასრიალო ტრასა დახვდებათ.
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.