20 დეკემბრიდან, 2023-2024 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონის აბონემენტების ონლაინ გაყიდვა იწყება

20 დეკემბრიდან, 2023-2024 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონის აბონემენტების ონლაინ გაყიდვა იწყება. გუდაურის, ბაკურიანის, მესტიისა და გოდერძის არსებული სალაროების გარდა, ვიზიტორებს საშუალება ექნებათ ონლაინ შეიძინონ აბონემენტი WWW.TKT.GE -ზე. Mastercard ბარათის შემთხვევაში 20%, თი ბი სი Mastercard სადებეტო ბარათით 30%, ხოლო თი ბი სი კონცეპტ Mastercard ბარათით 35% ფასდაკლებით.
შეთავაზება ვრცელდება შემდეგ კატეგორიებზე: 7 დღე სეზონზე, 10 დღე სეზონზე, სეზონური (კონკრეტული კურორტის), მულტიქარდი (ოთხივე კურორტზე მოქმედი სეზონური აბონემენტი).
სრიალის მოყვარულთათვის სიახლეა, ბაკურიანის სეზონური მულტიქარდის ონლაინ ყიდვის შემთხვევაში, მყიდველს საშუალება აქვს იმავე აბონემენტით ისრიალოს კურორტ გოდერძიზე, დამატებითი ღირებულების გადახდის გარეშე.
რაც შეეხება გასული სეზონების მულტიქარდის მფლობელებს, ახალი აბონემენტის გააქტიურებას ისინი იმავე ბარათზე შეძლებენ.
2023 -2024 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონზე აბონემენტის ფასი უცვლელია, რაც იყო გასულ წელს.
20 დეკემბერს, 2023-2024 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონი ოფიციალურად გუდაურში გაიხსნება, ვიზიტორებს მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი აქტივობა და მუსიკალური ღონისძიებები დახვდებათ.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა