დღეს გუდაურში 2023-2024 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონის ოფიციალურად იხსნება

დღეს, 20 დეკემბერს, 14.00 საათზე, გუდაურში 2023-24 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონის ოფიციალური გახსნის ღონისძიება გაიმართება, რომელსაც ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი დაესწრება.
12:00-იდან 18:00 საათამდე ღონისძიებაზე დაგხვდებათ:
გასართობი აქტივობები
საბავშვო და ფოტოზონები
კვების ჯიხურები
ბარი
მუსიკალური სივრცე
მუსიკა: 12:00 – 14:00 – DJ Jino Dolini
15:00 – 17:00 – DJ Vas
17:00 – 18:00 – Circus Mircus
შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს MTA 2023-2024 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონზე გუდაურში (ახალ გუდაურში), დამსვენებლებს 2 ახალ საბაგირო კომპლექსს დაახვედრებს. საბაგიროები იქნება 6-ადგილიანი, ღია სავარძლის ტიპის ე.წ „ბაბლი”, 1249 და 1369 მეტრის სიგრძის. თითო საბაგიროს გამტარუნარიანობა 1800-2400 ადამიანია საათში. სამშენებლო სამუშაოებს ავსტრიულ შვეიცარიული კომპანია „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფი” ახორციელებს.