2023 წელს საქართველოს საზღვარი ყველაზე მეტჯერ რუსეთიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან გადმოკვეთეს
გასულ წელს ქვეყანაში ყველაზე მეტი, 1 856 237 ვიზიტორის საზღვრის კვეთა რუსეთის ფედერაციიდან განხორციელდა. ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზღვრის კვეთის 2023 წლის ანგარიშშია ნათქვამი.
საზღვრის კვეთების ეს რაოდენობა 2022 წელთან შედარებით 397 000-ით, ანუ 27%-ით მეტია. მეორე ადგილზეა თურქეთი, რომლის მოქალაქეებმაც გასულ წელს 1 577 439 საზღვრის კვეთა განახორციელეს, ეს წინა წელთან შედარებით 53%-ით მეტია. მესამე ადგილს კი სომხეთი იკავებს, რომლის მოქალაქეების საზღვრის კვეთების რაოდენობა 1 276 420 იყო, რაც 25%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ტოპ-10 ქვეყანა, საიდანაც 2023 წელს ყველაზე მეტი საზღვრის კვეთა დაფიქსირდა:
· რუსეთი - 1 856 237;
· თურქეთი - 1 577 439;
· სომხეთი - 1 276 420;
· ევროკავშირი - 451 024;
· ისრაელი - 251 579 ;
· აზერბაიჯანი - 241 271 ;
· უკრაინა - 202 984;
· ყაზახეთი - 192 282;
· ბელარუსი - 171 392;
· ირანი - 143 382.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.