ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გასულ წელს ქვეყანაში ყველაზე მეტი, 1 856 237 ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა | სტატისტიკა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზღვრის კვეთის 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს ქვეყანაში ყველაზე მეტი - 1 856 237 ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა. საზღვრის კვეთის ეს რაოდენობა 2022 წელთან შედარებით 27%-ით მეტია. მეორე ადგილზეა თურქეთი, მესამე ადგილს კი სომხეთი იკავებს.
ქვეყნები, საიდანაც 2023 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი საზღვრის კვეთა დაფიქსირდა:
· რუსეთი - 1,856,237 საზღვრის კვეთა;
· თურქეთი - 1,577,439 საზღვრის კვეთა;
· სომხეთი - 1,276,420 საზღვრის კვეთა;
· EU - 451,024 საზღვრის კვეთა;
· ისრაელი - 251,579 საზღვრის კვეთა;
· აზერბაიჯანი - 241,271 საზღვრის კვეთა;
· უკრაინა - 202,984 საზღვრის კვეთა;
· ყაზახეთი - 192,282 საზღვრის კვეთა;
· ბელარუსი - 171,392 საზღვრის კვეთა;
· ირანი - 143,382 საზღვრის კვეთა.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.