ქვეყნები, საიდანაც 2023 წელს ყველაზე მეტი გადმოირიცხა | რუსეთი პირველ ადგილზეა
საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკით, გასულ წელს რუსეთიდან 1,526 მლრდ დოლარზე მეტი გადმოირიცხა.
უწყების მონაცემებით, 2023 წლის განმავლობაში საქართველოში 4,123 მლრდ დოლარის ფულადი გზავნილი განხორციელდა, საიდანაც 37% რუსეთზე მოდის.
2023 წლის დეკემბერში ქვეყანაში 308,285 მლრდ დოლარი გადმოირიცხა, აქედან მეხუთედზე მეტი, ჯამში 70,584 მლ დოლარი, რუსეთზე მოდის.
ქვეყნები, საიდანაც 2023 წელს ყველაზე მეტი თანხა ჩაირიცხა:
· რუსეთი - 1,526,810 მლრდ აშშ დოლარი
· იტალია - 518,564 მლნ აშშ დოლარი
· აშშ - 456,391 მლნ აშშ დოლარი
· საბერძნეთი - 242,997 მლნ აშშ დოლარი
· გერმანია - 228,642 მლნ აშშ დოლარი
· ისრაელი - 215,158 მლნ აშშ დოლარი
· ყაზახეთი - 198,737 მლნ აშშ დოლარი
· თურქეთი - 112,813 მლნ აშშ დოლარი
· აზერბაიჯანი - 46,426 მლნ დოლარი
· ესპანეთი - 61,954 მლნ აშშ დოლარი
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.