ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

2023 წელს რუსეთის ომს უკრაინაში თითქმის 2 000 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იგორ კლიმენკომ G7-ის შეხვედრაზე განაცხადა, რომ 2023 წელს რუსეთმა უკრაინაში თითქმის 2 000 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლა.
"მიმდინარე წლის 11 თვეში რუსებმა 59 000-ჯერ დაბომბეს დასახლებული პუნქტები უკრაინის 24 რეგიონში. შედეგად დაშავდა 11 000 მოქალაქე, დაიღუპა - 2 000. ყველაზე მეტად დაიბომბა ზაპოროჟიეს, ხერსონის, დონეცკის, ხარკოვის, სუმისა და ჩერნიგოვის ოლქები",– ამბობს კლიმენკო.
კლიმენკოს თქმითვე, 2023 წლისთვის დოკუმენტებით დადასტურებული 101 000 ომის დანაშაულის მტკიცებულება აქვს. დანაშაულებს შორისაა დაბომბვები, ძალადობა მშვიდობიან მოქალაქეებზე და თავისუფლების უკანონო აღკვეთა.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.