რუსეთს 28 000 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე ტყვეობაში ჰყავს | უკრაინის ომბუდსმენი

უკრაინის სახალხო დამცველის, დმიტრო ლუბინეცის განცხადებით, რუსეთს უკრაინის დაახლოებით 28 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე ტყვეობაში ჰყავს. მათ შორის, ლუბინეცის ინფორმაციით, 2 000 უკრაინის მოქალაქე 65 წელს გადაცილებულია. როგორც უკრაინის ომბუდსმენმა აღნიშნა, იყო შემთხვევები, როცა 80 წელს გადაცილებულ პირებს პროუკრაინული განცხადებების გამო აკავებდნენ.
ამას გარდა, DW აღნიშნავს, რომ უცნობია სამხედრო ტყვეების ზუსტი რაოდენობა.
“დღეს მდგომარეობით, უკრაინის 28 ათასი მოქალაქე ს ფედერაციის ტყვეობაშია. ჩვენ ვერ ვამოწმებთ მათ მდგომარეობას, ვერ შევდივართ რუსეთის ციხეებში, ვერ ვაწვდით მედიკამენტებს. კიდევ ერთხელ მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, დაგვეხმარეთ ჩვენი მოქალაქეების დაცვაში, დაგვეხმარეთ მათ დაბრუნებაში!” – თქვა ლუბინეცმა 7 დეკემბერს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კონფერენციაზე.
მან სამოქალაქო პირების დაკავებას უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგობის ჩახშობის ახალი სისტემა უწოდა.
ასევე ნახეთ:
· რუსეთში 19 540-ზე მეტი უკრაინელი ბავშვია უკანონოდ დეპორტირებული | ლუბინეცი