უკრაინის ომბუდსმენი – რუსეთის ტყვეობაში უკრაინის 28 000 მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფება

რუსეთის ტყვეობაში უკრაინის 28 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფება და მათი მდგომარეობის შესახებ ცნობილი არაფერია, – ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადის ადამიანის უფლებათა კომისარმა, დიმიტრი ლუბინეცმა განაცხადა.
„დღეს მდგომარეობით, უკრაინის 28 ათასი მოქალაქე რუსეთის ფედერაციის ტყვეობაშია. ჩვენ ვერ ვამოწმებთ მათ მდგომარეობას, ვერ შევდივართ რუსეთის ციხეებში, ვერ გადავცემთ მედიკამენტებს. კიდევ ერთხელ მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას: დაგვეხმარეთ ჩვენი მოქალაქეების დაცვაში, დაგვეხმარეთ მათ დაბრუნებაში!“ – აღნიშნა ომბუდსმენმა.
ომის ტყვეების თემასთან დაკავშირებით, ლუბინეცმა აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი რუსი სამხედრო ტყვეები დაცული არიან ჟენევის კონვენციით – რუსი ტყვეებისთვის სპეციალურად შექმნილ ბანაკში წითელი ჯვრის წარმომადგენლები მიდიან და მათ მდგომარეობას ამოწმებენ, ასევე ტყვეებს საშუალება აქვთ, ნათესავებს ყოველ კვირას ტელეფონით დაუკავშირდნენ.
„რა ხდება უკრაინელ ომის ტყვეებთან დაკავშირებით? ჩვენ არც კი ვიცით სად არიან, არც კი ვიცით მათი რაოდენობა. არავინ არავის წერს წერილებს. რუსეთში ეს სისტემა მუშაობა (რუსეთში)“, – აღნიშნა ომბუდსმენმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ