2 მოთხოვნა ივანიშვილს – ოპოზიციური პარტიების განცხადება

ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც 26 ოქტომბრის არჩევნებში, ცესკოს შედეგების მიხედვით, 5%-იანი ბარიერი გადალახეს, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
ისინი მიმართავენ პირადად ბიძინა ივანიშვილს – “ქართული ოცნების” დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს – და უყენებენ მოთხოვნებს, რომელთა შესრულება, მათი განცხადებით, აუცილებელია ქვეყანაში არსებული კრიზისიდან გამოსასვლელად:
· დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს აქციების დროს დაკავებული ყველა უკანონო, პოლიტიკური პატიმარი და მათ მიმართ შეწყდეს ყველა საქმე;
· დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს ახალი, დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაცია და ჩატარდება სამართალდამცავი უწყებების პოლიტიკური ნეიტრალობის პირობებში!

ასევე დაგაინტერესებთ

თინათინ ბოლოკაძე: მაშინ, როცა ქოცები ევროკავშირს მეორე საბჭოთა კავშირს, დიფ სთეითს, მტრებს და ქართველობის წამრთმევებს ეძახიან, ჩვენი მეზობლები ყოველდღიურად ამტკიცებენ საპირისპიროს. ვითარდებიან, რუსული მარწუხებისგან თავისუფლდებიან და დემოკრატიული ინსტიტუტების ნაწილი ხდებიან

თეიმურაზ პაპასქირი – ოპოზიციის ციხეში ჩასმა ივანიშვილს სავაჭროდ უნდა, ფსონს წევს, ეს ისწავლა საკუთარი პატრონისგან, მოსკოვისგან – „საბოტაჟის საქმე“ ცრუ მოწმეებითაა სავსე და როცა ხელისუფლება შეიცვლება, ყველა პასუხს აგებს, პროკურორიც და მოსამართლეც