ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პოლიცია ოპოზიციური პარტიების ოფისებში ჩხრეკას ატარებს

პოლიცია ოპოზიციური პარტიების ოფისებში ჩხრეკას ატარებს

ოთხ დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები შევიდნენ პოლიტიკური პარტიების - „ნაციონალური მოძრაობის“, „გირჩი-დროას“, ახალის“ - ოფისებსა და ასევე აქტივისტური ჯგუფის წარმომადგენლების სახლში.
შსს-ის თანამშრომლები იმყოფებოდნენ პარტია „ახალის“ ოფისში, „ბესიკის ბიზნესცენტრში“ და ჩხრეკა ჩაატარეს.
პარტიის დამფუძნებელი ნიკა გვარამია პოლიციელებს ეკითხებოდა, რის საფუძველზე იყვნენ შესულები, თუმცა პასუხი არ მიუღია. პოლიციელებმა 15:45 საათისთვის დატოვეს ოფისი.
პოლიციელები ამ წუთებში [16:20 საათი] შესულები არიან „დროასა“ და „გირჩის“ საერთო ოფისში ფიქრის გორაზე, ლუარსაბ შარაშიძის ქუჩაზე.
ელენე ხოშტარია პოლიციელებს უხსნის, რომ ინვენტარის ნაწილი რაც ოფისშია - პუფები, გენერატორები - აქციისათვის სჭირდებათ, რათა „ბიძინა ივანიშვილს უთხრან, რომ არის რუსეთის მონა“.
„საერთოდ ყველაფერი წაიღონ, ხელახლა ვიყიდით“ - თქვა ხოშტარიამ, რაზეც პოლიციელმა უპასუხა: „და საიდან გაქვთ ამდენი ფული, ქალბატონო ელენე?“
„თქვენ არ ინერვიულოთ, გროვდება, ბევრი გროვდება“ - პასუხობს ელენე ხოშტარია.
პოლიციელები არიან ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის ოფისში [16:20]. ადგილზე იმყოფება პარტიის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა.
ჩხრეკა კიდევ ჩატარდა ჯგუფ „დაიტოვეს“ ადმინისტრატორის, ილია ღლონტის სახლში.
ასევე, ამავე ჯგუფის კიდევ ერთ წევრთან, ნენსი ვოლანდთანაც. „ვაქტიურობ და ალბათ, ვეჩხირები თვალში“, - ამბობს ის.
მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციების პარალელურად, „ქართული ოცნების“ მთავრობის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „ოფისებში შემალული მდიდარი NGO-ების ლიდერებიც ვერ გაექცევიან კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას“.
აქციები მე-7 დღეა გრძელდება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.