გვარამია დააკავეს – პოლიცია ოპოზიციური პარტიების ოფისებს ჩხრეკს

“ახალის” ლიდერი ნიკა გვარამია საკუთარი პარტიის ოფისთან დააკავეს. დაკავებულია “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი, გელა ხასაიაც.
ამ წუთებში ოპოზიციური პარტიების ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს. გვარამია პოლიციელებს სთხოვდა, შეეჩერებინათ ჩხრეკა და მიეცათ ოფისში შესვლისა და პროცესზე დასწრების უფლება, თუმცა ამის შესაძლებლობა არ მისცეს. სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ, პოლიციამ ძალის გამოყენებით სცადა გვარამიას ტერიტორიიდან გაყვანა. ფიზიკური დაპირისპირების დროს გვარამიამ, სავარაუდოდ, გონება დაკარგა.
ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს “ნაციონალური მოძრაობის”, “ახალის”, “დროას”, “გირჩი – მეტი თავისუფლების” და ჯგუფ “დაიტოვეს” ლიდერების, ილია ღლონტისა და ნენსი ვოლანდის საცხოვრებელ სახლებში.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და აქტივისტები ადგილზე მისულ პოლიციელებს სთხოვენ განუმარტონ, რის საფუძველზე ატარებენ საგამოძიებო მოქმედებებს, თუმცა პროცესის დასრულებამდე დეტალურ განმარტებას არ აკეთებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!