112 დრონი და 2 „ისკანდერი“ – უკრაინაზე რუსეთის მორიგ შეტევას მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა

რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მორიგი შეტევისთვის, რომელიც 5 მარტის ღამიდან დაიწყო, 2 ბალისტიკური რაკეტა „ისკანდერი“ და სხვადასხვა ტიპის 112 უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენეს.
ეს მონაცემები დღეს, 6 მარტს დილით გამოაქვეყნა უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ. მისი ინფორმაციით, საჰაერო და თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა 68 ე.წ. დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს ხარკოვის, პოლტავის, კიევის, სუმის, კიროვოგრადის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, დნეპროპეტროვსკისა და ოდესის ოლქებში, ხოლო 43 „უპილოტო-იმიტატორი ლოკალურად დაიკარგა ნეგატიური შედეგების გარეშე“.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთის მორიგი შეტევის შედეგად დაზარალდნენ ოდესის, სუმისა და დნეპროპეტროვსკის ოლქები.
6 მარტის დილის 11 საათის მდგომარეობით ცნობილია, რომ დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი-როგზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ნაწილობრივ დაინგრა სასტუმროს შენობა და დაზიანდა 14 მრავალბინიანი სახლი, ფოსტა და 12 მაღაზია.
უკრაინის ხელისუფლების მონაცემებით, ქალაქ სუმიში ერთი ადამიანი დაიღუპა. ხარკოვში ორი ადამიანი დაშავდა. დაზიანებულია სახლები და სხვა შენობები.
ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსული დრონებით მასირებული შეტევის შედეგად 2 ადამიანი დაიჭრა, დაზიანებულია ენერგოობიექტი, კერძო სახლი და ადმინისტრაციული შენობა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჩხობაძე: კუს ტბაც კი საფრთხის წინაშეა, მეწყრული პროცესები შეიძლება განვითარდეს. სერიოზული მეწყერი გვაქვს ვაშლიჯვარში. კონიაკის დასახლებაზე აღარაფერს ვამბობ, სადაც ბევრ ადგილას მეწყერია ჩამოსული (ვიდეო)

ქეთევან თურაზაშვილი – ელისაშვილის მიმართ ბრალის დამძიმება, პაპუაშვილის განცხადების შემდეგ იყო, დღეს კი კობახიძემ გამოაცხადა, რომ ეს იყო ტერორიზმი და შემდეგ მოვისმინეთ 13-წლიანი განაჩენი – გავაგრძელებთ ბრძოლას, ეს ასე არ დარჩება

„ძლიერი საქართველო – ლელო”- დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში სასამართლო არ ემსახურება მართლმსაჯულებას – ალეკო ელისაშვილი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია