ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინაზე რაკეტებით და დრონებით შეტევა იყო, არის მსხვერპლი

უკრაინაზე რაკეტებით და დრონებით შეტევა იყო, არის მსხვერპლი

სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა უკრაინაზე რუსეთის მორიგი შეტევისას, რომელიც 5 მარტს, ღამიდან დაიწყო.
უკრაინის საგანგებო სიტუაცების სამსახურის ინფორმაციით, ქალაქ კრივოი-როგში რუსული რაკეტა მოხვდა სასტუმროს 5-სართულიან შენობას. დაიღუპა სულ მცირე 2 და დაშავდა 28 ადამიანი.
დღეს, 6 მარტს გამთენიისას უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა ქალაქ სუმიში. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსული დრონი მოხვდა საწყობის შენობას, რომელსაც ხანძარი გაუჩნდა.
უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად ქალაქ ხარკოვში დაზიანდა მრავალბინიანი სახლი. ხარკოვის მერიის ინფორმაციით, დრონი კორპუსის ტექნიკურ სართულს მოხვდა. წინასწარი მონაცემებით არავინ დაშავებულა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.