ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით 337 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით 337 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამით რუსეთის ტერიტორიაზე 337 უკრაინული დრონი გაანადგურეს, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, ყველაზე მეტი - 126 დრონი - კურსკის ოლქის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს.
„გასულ ღამეს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 337 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. 91 უპილოტო საფრენი აპარატი - მოსკოვის ოლქის თავზე, 126 - კურსკის რეგიონის თავზე, 38 დრონი - ბრიანსკის ოლქის თავზე, 25 უპილოტო საფრენი აპარატი - ბელგოროდის ოლქის თავზე, 22 - რიაზანის ოლქის თავზე, 10 დრონი - ორიოლის ოლქში, 6 - ვორონეჟის ოლქის თავზე და 3 უპილოტო საფრენი აპარატი - ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის თავზე“, - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.
ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, დრონებით თავდასხმას მოსკოვის ოლქში მსხვერპლი მოჰყვა, კერძოდ, დაიღუპა ერთი და დაშავდა 5 ადამიანი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.