პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

10 თვეში თბილისში ბინების ფასი გაიზარდა - რამდენი ბინა გაიყიდა დედაქალაქში ოქტომბერში?

2023 წლის ოქტომბერში თბილისში 3 387 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, რაც წინა წლის ოქტომბერთან შედარებით 20%-ით ნაკლებია.
Collierts Georgia-ს მიერ Recov.ge-ზე განახლებული ინფორმაციით, საცხოვრებელი ბინების ბაზრის ზომა 10%-ით, 216 მილიონ აშშ დოლარამდეა შემცირებული.
ოქტომბერში, თბილისში ახალ პროექტებში ბინების გაყიდვების 19%-იანი კლება ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2022 წლის ოქტომბერთან შედარებით მაჩვენებელი 22%-ით შემცირდა.
საცხოვრებელი ბინების ბაზრის მიმოხილვის მიხედვით ამ ტიპის უძრავი ქონების საშუალო ღირებულება როგორც ძველ, ისე ახალ ბინებში გაიზარდა.
„იანვარ-ოქტომბრის პერიოდში, თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2022 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 17%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი 13% და 15%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
2023 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში, თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2022 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 24%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი 17% და 16%-იანი ზრდა დაფიქსირდა“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.

არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.