ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

1 500 000 ლარი უბილეთო მგზავრებისგან - ვის ხარჯზე ავსებენ ბიუჯეტს? (ვიდეო)

1 500 000 ლარი უბილეთო მგზავრებისგან - ვის ხარჯზე ავსებენ ბიუჯეტს? (ვიდეო)

უბილეთოდ დაჯარიმებულთა ხარჯზე ბიუჯეტი ისევ ივსება - ბოლო 6 თვეში კონტროლიორების მიერ გამოწერილმა ჯარიმებმა მილიონ ნახევარს გადააჭარბა. მოქალაქეებს აჯარიმებენ იმ შემთხვევაშიც თუ ასვლისთანავე ბილეთს არ აიღებენ.

უბილეთოდ მგზავრობისთვის ჯარიმა 20 ლარია, თუ ერთ თვეში არ გადაიხდით, ის ორმაგდება - მოქალაქეებისთვის ეს 20 ლარიც ბევრია თუმცა, არის ხარვეზები: გადახდის აპარატი თუ არ მუშაობს, თუ ბარათს ვერ წაიკითხავს, შესაძლოა, ისევ მგზავრი დაჯარიმდეს.

ოპოზიცია ჩავარდნებზე და ხარვეზებზე საუბრობს. პიკის საათებში ბევრი მგზავრია ავტობუსში, ყველა გადასახდელ აპარატთან მისვლას ვერ ახერხებს, აწვდიან ბარათებს და ვერ იგებენ, ტარდება თუ არა მგზავრობის გადასახადი - თვლიან, რომ ეს ტექნიკური ნაწილი მოსაგვარებელია.

ოპოზიცია ითხოვს კანონმდებლობის გადახედვასაც, ახლა მგზავრი ვალდებულია ტრანსპორტში ასვლისთანავე გადაიხადოს საფასური - რატომ არ აძლევს მერია შესაძლებლობას მოქალაქეს, რომ გადაიხადოს მგზავრობის დასრულებამდე საფასური, მათთვის გაუგებარია.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ივლისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.