ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პიჯაკი 45 ლარი, შარვალი და ქვედაკაბა 25 ლარი - სამინისტრომ სასკოლო ფორმების საფასური დაადგინა

პიჯაკი 45 ლარი, შარვალი და ქვედაკაბა 25 ლარი - სამინისტრომ სასკოლო ფორმების საფასური დაადგინა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ გამოსცა ბრძანება რომლითაც საჯარო სკოლის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა სასკოლო ფორმის ტანსაცმლის საფასური დადგინდა.

დოკუმენტის დანართის თანახმად, განისაზღვრა სასკოლო ფორმის ტანსაცმლის თითოეული ერთეულის რეალიზაციის კონკრეტული საფასური:

  • სასკოლო პიჯაკი (ბიჭისთვის) - 45 ლარი;
  • სასკოლო შარვალი (ბიჭისთვის) - 25 ლარი;
  • სასკოლო პიჯაკი (გოგოსთვის) - 45 ლარი;
  • სასკოლო შარვალი (გოგოსთვის) - 25 ლარი;
  • სასკოლო ქვედაკაბა (როგორც მოკლე, ისე გრძელი) - 25 ლარი.

ბრძანებაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ დადგენილი სასკოლო ფორმის ტანსაცმლის საფასური ფიქსირებულია და მისი განსხვავებული საფასურით რეალიზაცია დაუშვებელია.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ივლისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.