1 წე­ლი­წად­ში მი­ღე­ბუ­ლი 320 ათას ლარ­ზე მე­ტის ანა­ზღა­უ­რე­ბა ეროვ­ნულ ბან­კში, აქ­ცი­ე­ბი რამ­დე­ნი­მე სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნი­ა­ში – რა არის ცნობილი სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის ნინო ჯელაძის ქონებაზე

1 წე­ლი­წად­ში მი­ღე­ბუ­ლი 320 ათას ლარ­ზე მე­ტის ანა­ზღა­უ­რე­ბა ეროვ­ნულ ბან­კში, აქ­ცი­ე­ბი რამ­დე­ნი­მე სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნი­ა­ში – ასე­თია მოკ­ლე ინ­ფორ­მა­ცია ეროვ­ნუ­ლი ბან­კის საბ­ჭოს წევ­რის, ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის ნინო ჯე­ლა­ძის მიერ 2026 წლის აპ­რილ­ში წარ­დგე­ნი­ლი ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ი­დან.

ცნო­ბის­თვის, ჯე­ლა­ძე სებ-ის ეროვ­ნუ­ლი საბ­ჭოს წევ­რად 2025 წლის თე­ბერ­ვლის და­სა­წყის­ში და­ამ­ტკი­ცეს. საბ­ჭოს წევ­რის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა მას 2032 წლის თე­ბერ­ვლამ­დე აქვს.

ამას­თან, გა­სუ­ლი წლის 10 თე­ბერ­ვლი­დან იკა­ვებს სებ-ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის პო­ზი­ცი­ა­საც. ნინო ჯე­ლა­ძე იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის, პა­ა­ტა სა­ლი­ას ცო­ლის­დაა.

რაც შე­ე­ხე­ბა მის ფი­ნან­სურ/ქო­ნებ­რივ მდგო­მა­რე­ო­ბას, დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით მის სა­კუთ­რე­ბა­შია: 119,6 კვ.მ. ფარ­თო­ბის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი თბი­ლის­ში, რო­მე­ლიც 2018 წელს 143 000 ევ­როდ აქვს შე­ძე­ნი­ლი; ასე­ვე მის სა­ხელ­ზეა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი 13,2 კვ.მ. ფარ­თო­ბის არა­სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თი თბი­ლის­ში, რო­მე­ლიც 2025 წელს 10 667 ლა­რად აქვს შე­ძე­ნი­ლი.

გარ­და უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის, მის სა­კუთ­რე­ბა­ში ფიქ­სირ­დე­ბა, 2023 წელს 93 758 ლა­რად შე­ძე­ნი­ლი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი ტო­ი­ო­ტა RAV 4.

გარ­და ამი­სა, ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, ნინო ჯე­ლა­ძე ფლობს აქ­ცი­ებს სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნი­ა­ში, რო­მე­ლიც 2025-26 წელს აქვს შე­ძე­ნი­ლი. კერ­ძოდ:

  • Advanced Micro Devices, Inc. AMD – აქ­ცი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 0.415; გა­დახ­დი­ლი სა­ფა­სუ­რი – 70,5 დო­ლა­რი; ნო­მი­ნა­ლი კი – 169,49 დო­ლა­რია;..გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა