ნინო წილოსანმა სალომე ზურაბიშვილს ინტელექტი დაუწუნა

ნინო წილოსანმა სალომე ზურაბიშვილს ინტელექტი დაუწუნა და საქართველოს ემხუთე პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებებს “სრული სიგიჟეები“ უწოდა.

“ქართული ოცნების” დეპუტატმა ზურაბიშვილი უცხო ქვეყნის დავალებების შესრულებაში კიდევ ერთხელ დაადანაშულა.

სალომე ზურაბიშვილის სრულ სიგიჟეებზე არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ კომენტარი ვაკეთო. ვერცერთ სხვა ნორმალურს ვერ დამისახელებთ, ვინც ამ ანალიზს აკეთებს. ყველაზე ნაკლებად არის ადამიანი, ვის ინტელექტსაც თუ ანალიზის უნარს, უნდა დაეყრდნოს ვინმე. ეს არის ადამიანი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ მოხვდა წარმატების თუ კარიერული წინსვლის ქვეშ, რომ ასრულებდა კონკრეტული უცხო ქვეყნების დავალებას. სამწუხაროდ, ეს ადამიანი წარმოადგენდა ამ ქვეყნის პრეზიდენტს, რომელმაც თავისი საქმიანობა შავ ლაქად დაამჩნია მთელ ქვეყანას და ქვეყნის ისტორიას, – განაცხადა წილოსანმა.

თანაგუნდელის მსგავსად ზურაბიშვილი გააკრიტიკა დავით მათიკაშვილმაც.

ზურაბიშვილის ღირებულება პოლიტიკური ნულს ქვემოთაა, არავის აინტერესებს მისი შეხედულებები, ეს ის პასუხია, რომლის მეტსაც არ იმსაუხრებს, – თქვა მათიკაშვილმა. 

გურამ მაჭარაშვილის თქმით, კი ზურაბიშვილი უცხო ქვეყნის ინტერესს წამოადგენს და მისი განცხადებები თავიდან ბოლომდე უინტერესოა.

ცნობისთვის, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა გადაცემა “რეაქციაში“ “ქართულ ოცნებაში“ არსებულ კადრების კრიზისზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს ისე უჭირს ახალი სახეები, საკუთარი შვილები – ცოტნე და ბერა წამოწია წინ.