ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

1 ლიტრ იმპორტულ ლუდში საქართველო უფრო მეტს იხდის, ვიდრე ექსპორტიდან შემოსავლის სახით იღებს

1 ლიტრ იმპორტულ ლუდში საქართველო უფრო მეტს იხდის, ვიდრე ექსპორტიდან შემოსავლის სახით იღებს
საქართველო ერთ ლიტრ იმპორტულ ლუდში უფრო მეტს იხდის, ვიდრე ექსპორტიდან შემოსავლის სახით იღებს - ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ უახლესი კვლევიდან „ლუდი და უალკოჰოლო სასმელები“ ვგებულობთ.

უფრო კონკრეტულად კი, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში ლუდის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 1.1 მლნ დოლარი შეადგინა, მაშინ, როცა იმპორტირებული ლუდის საერთო ღირებულება 1.2 მლნ დოლარი იყო.

2026 წელს ლუდის იმპორტის ძირითადი პარტნიორები იყვნენ:

  • გერმანია - 30%;
  • რუსეთი - 14%;
  • ნიდერლანდები - 12%;
  • თურქეთი - 8%;
  • უკრაინა - 7%.

რაც შეეხება ექსპორტს, წელს საქართველოდან ლუდი შემდეგ ქვეყნებში გავიდა:

  • ყაზახეთი - 19%;
  • რუსეთი - 16%;
  • სომხეთი - 15%;
  • ისრაელი - 10%;
  • აზერბაიჯანი - 5%.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.