ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

1 აგვისტოს 11:00 საათიდან 2 აგვისტოს 16:00 საათამდე, გამარჯვების გაზგამანაწილებელი სადგურის განშტოებაზე სარემონტო სამუშაოები ჩატარდება

გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ცნობით, 1 აგვისტოს 11:00 საათიდან 2 აგვისტოს 16:00 საათამდე გამარჯვების გაზგამანაწილებელი სადგურის განშტოებაზე სარემონტო სამუშაოები ჩატარდება, რის გამოც გარდაბნის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს - გამარჯვებასა და ფოლადაანთკარს, გაზის მიწოდება დროებით შეუწყდებათ.
მათივე ინფორმაციით, ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.
„შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების“ კომპანია გამარჯვების გაზგამანაწილებელი სადგურის განშტოებაზე, განახორციელებს სარემონტო სამუშაოებს.
აქედან გამომდინარე, მიმდინარე წლის 1 აგვისტოს 11:00 საათიდან 2 აგვისტოს 16:00 საათამდე, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდებათ აღნიშნული გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს. კერძოდ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: გამარჯვებასა და ფოლადაანთკარს.
ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.