საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია რუსთავი-თელავი-ჟინვალის მ/გ-ზე სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია რუსთავი-თელავი-ჟინვალის მაგისტრალური გაზსადენის 103.1 კილომეტრზე, ვაზისუბნის გაზგამანაწილებელი სადგურის განშტოებაზე სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს. ინფორმაციას საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, 2 აგვისტოს 06:00 საათიდან 12:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ვაზისუბნის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ გურჯაანის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ვაზისუბანი, შაშიანი, კალაური, ვაჩნაძიანი და კახიფარი.
„ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.