ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გამარჯვების გგს-ის განშტოებაზე სარემონტო სამუშაოები დროებით გადაიდო

გამარჯვების გგს-ის განშტოებაზე სარემონტო სამუშაოები დროებით გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაციას გაზის ტრანსპორტირების კომპანია ავრცელებს.
„გაცნობებთ, რომ 29 ივლისს გამარჯვების გაზგამანაწილებელი სადგურის განშტოებაზე სარემონტო სამუშაოები დროებით გადაიდო. ამდენად, მ/წ 1 აგვისტოს 11:00 საათიდან 2აგვისტოს 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება არ შეუწყდებათ აღნიშნული გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს; კერძოდ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებს - გამარჯვებასა და ფოლადაანთკარს ბუნებრივი გაზი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.