არქივი25 მარტი, 2025, 07:36
„ჰუსიტების“ განცხადებით, თელ-ავივის ბენ-გურიონის აეროპორტს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს

იემენელი „ჰუსიტები“ აცხადებენ, რომ თელ-ავივის ბენ-გურიონის აეროპორტზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანეს.
მოძრაობის სამხედრო პრესსპიკერმა, იაჰია სარიამ ტელეარხ Al Masirah-ზე განაცხადა, რომ სარაკეტო შეტევა „ზულფიკარის“ და „პალესტინა-2“ ტიპის ბალისტიკური რაკეტებით განახორციელეს.
"ოპერაციამ წარმატებით მიაღწია თავის მიზანს", - აცხადებს იაჰია სარია.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.