არქივი21 მარტი, 2025, 10:39
“ჰამასის” განცხადებით, თელ-ავივის მიმართულებით სამი რაკეტა გაუშვეს

ახლო აღმოსავლეთში ვითარება დაძაბულია – “ჰამასის” განცხადებით, თელ-ავივის მიმართულებით, სამი რაკეტა გაუშვეს. როგორც მედია იტყობინება, ეს დაჯგუფების მხრიდან ცეცხლის გახსნის პირველი შემთხვევაა, მას შემდეგ, რაც ისრაელმა ღაზაში სამხედრო ოპერაცია განაახლა.
გავრცელებულ ინფორმაციას უკვე გამოეხმაურა ოფიციალური ისრაელი. სახელმწიფო უწყებების თქმით, მათ ერთი რაკეტა ჩამოაგდეს, ხოლო დანარჩენი დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.