არქივი25 მარტი, 2025, 12:52
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსებმა უკრაინას 139 დრონითა და ბალისტიკური რაკეტით შეუტიეს

რუსებმა უკრაინას 139 დრონითა და ბალისტიკური რაკეტით შეუტიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 25 მარტის ღამეს რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით „ისკანდერ-მ“ ტიპის ბალისტიკური რაკეტა და 139 Shahed-ის ტიპის დრონი გაუშვეს.
„მტრის თავდასხმის შედეგად ხარკოვის, სუმის, პოლტავის, კიროვოგრადის, კიევის, ჩერკასისა და ოდესის ოლქები დაზარალდა“, - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული 78 დრონი ჩამოაგდეს, ხოლო 34 უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.