პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ჰუსიტების“ განცხადებით, ბრიტანულ გემს დაარტყეს, რომელიც, შესაძლოა, ჩაიძიროს

იემენელი „ჰუსიტების“ განცხადებით, ადენის ყურეში სატვირთო გემ Rubymar-ს დაარტყეს და ის ახლა ჩაძირვის საფრთხის წინაშეა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
დაჯგუფების სამხედრო პრესსპიკერის, იაჰია სარეის განცხადებით, ხომალდი ბრიტანულია და ეკიპაჟი უსაფრთხოდ არის.
მისივე ინფორმაციით, „ჰუსიტებმა“, ასევე, იემენის ქალაქი ჰოდეიდაში ამერიკული დრონი ჩამოაგდეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 თებერვალი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.