ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ჰუსიტებმა“ წითელ ზღვაში დრონით კიდევ ერთ გემს დაარტყეს

„გაერთიანებული სამეფოს სამხედრო საზღვაო ვაჭრობის ოპერაციებისა“ და კერძო უსაფრთხოების ფირმა Ambrey-ის ცნობით, „ჰუსიტებმა“ წითელ ზღვაში, ჯიბუტის მახლობლად გემზე დრონით თავდასხმა განახორციელეს.
გაერთიანებული სამეფოს სამხედრო საზღვაო ვაჭრობის ოპერაციების ცნობით, თავდასხმის შედეგად გემი დაზიანდა.
შეგახსენებთ, გუშინ იემენელმა „ჰუსიტებმა“ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ადენის ყურეში სატვირთო გემ Rubymar-ს დაარტყეს და ის ჩაძირვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ირანთან დაკავშირებულმა იემენელმა „ჰუსიტებმა“ წითელ ზღვასა და ბაბ ალ-მანდაბის სრუტეში ნოემბრის შემდეგ არაერთი სარაკეტო და დრონით თავდასხმა განახორციელეს, რაც, მათი მტკიცებით, ღაზაში მიმდინარე ომის გამო პალესტინელების მიმართ სოლიდარობის გამოხატვაა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.