ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლევან იოსელიანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ რეფორმები, რომელიც საქართველოს აქვს გასატარებელი, ოპოზიციური პარტიების ჩართულობით გატარდეს

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ რეფორმები, რომელიც საქართველოს აქვს გასატარებელი, ოპოზიციური პარტიების ჩართულობით გატარდეს.
მისივე თქმით, ოპოზიციის ჩართულობა საბოლოო ჯამში აჩვენებს ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხს.
„ჩემთვის, როგორც სახალხო დამცველისთვის, მნიშვნელოვანია, რომ რეფორმები, რომელიც საქართველოს აქვს გასატარებელი, და ეს რეფორმები პირველ რიგში ეხება ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას, ამ გზაზე გადაწყვეტილება იქნეს მიღებული, სასურველია, რომ იყოს ოპოზიციის ჩართულობით. ეს საბოლოო ჯამში აჩვენებს ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხს.
ვისურვებდი, რომ იმ გადაწყვეტილებებში, რომელიც ჩვენს საგარეო პრიორიტეტებთან არის მიმართული, მნიშვნელოვნად იყოს ჩართული ოპოზიციური პარტიები და მნიშვნელოვნად იყოს გაზიარებული ჩვენი პარტნიორების რეკომენდაციები”, - განაცხადა იოსელიანმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.