ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჰონგ-კონგში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა

ჰონგ-კონგში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ჰონგ-კონგში New Lucky House-ის აპარტამენტების შენობაში ხანძარი დილით გაჩნდა, რის შედეგადაც, 5 ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა.
პოლიციის ცნობით, დაღუპულებს შორის სამი მამაკაცი და ორი ქალბატონია.
ჰონგ-კონგის ადმინისტრაციის მთავარმა მდივანმა, ერიკ ჩანმა ხანძრის შედეგად დაღუპულთა გამო მწუხარება გამოთქვა და განაცხადა, რომ ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.