ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„სიდნეის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაჭრილებიც“ - CNN

სიდნეის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში (Westfield Bondi Junction) სროლის შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაჭრილებიც. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ავსტრალიის პოლიციამ განაცხადა, რომ სროლის შედეგად დაჭრილია რამდენიმე ადამიანი. მათ შორის ერთი ბავშვი.
ეჭვმიტანილი, რომელიც პოლიციის თქმით, მარტო მოქმედებდა, ადგილზე იქნა ლიკვიდირებული. მისი ვინაობის ან შესაძლო მოტივის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
როგორც პოლიციაში განაცხადეს, არ აქვთ ინფორმაცია, უკავშირდება თუ არა ინციდენტი ტერორიზმს.
პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს, ტერიტორიაზე გადაადგილებას თავი აარიდონ.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.