ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსების მიერ ჩერნიგოვის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა

რუსების მიერ ჩერნიგოვის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჩერნიგოვის მერის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრ ლომაკო ავრცელებს.
„ამ დროისთვის 4 ადამიანის გარდაცვალების ფაქტი დადასტურდა. სამწუხაროდ, დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს“, - განაცხადა ალექსანდრ ლომაკომ.
ლომაკოს ცნობით, რუსების სარაკეტო დარტყმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, ასევე, შენობები, ავტომობილები, სოციალური და ურბანული ინფრასტრუქტურა დაზიანდა.
შეგახსენებთ, დღეს დილით, რუსებმა ჩერნიგოვის ცენტრს სამი რაკეტით დაარტყეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.