არქივი26 ნოემბერი, 2025, 14:41
ჰონგ-კონგში საცხოვრებელ კორპუსებში გაჩენილ ხანძარს 4 ადამიანი ემსხვერპლა

ჰონგ-კონგში საცხოვრებელ კორპუსებში გაჩენილი მასშტაბური ხანძრის შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დაშავებულია 7 ადამიანი, მათგან ორის მდგომარეობა კრიტიკულია.
ხანძარი ჰონგ-კონგის ჩრდილოეთ ტაი პოს რაიონში გაჩნდა. მედიის ინფორმაციით, ეს არის 2 000-ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც რვა ბლოკისგან შედგება.
ამ დროისთვის უცნობია, არიან თუ არა შენობაში ადამიანები ჩარჩენილი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.