არქივი27 ნოემბერი, 2025, 10:38
ჰონგ-კონგში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 44-მდე გაიზარდა, დაკარგულად ითვლება 279 ადამიანი

ჰონგ-კონგის ტაი პოს რაიონში, საცხოვრებელ კორპუსებში გაჩენილი მასშტაბური ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 44-მდე გაიზარდა, დაკარგულად ითვლება 279 ადამიანი, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
მომხდართან დაკავშირებით სამშენებლო კომპანიის სამი აღმასრულებელი დირექტორი დააკავეს სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ბრალდებით, რომელიც დაკავშირებულია აალებადი მასალების - მათ შორის ბამბუკის და პოლისტიროლის ქაფის - გამოყენებასთან, რამაც შესაძლოა ხანძრის სწრაფად გავრცელება გამოიწვია.
ხანძარს, რომელსაც უმაღლესი, მეხუთე დონე მიენიჭა, 800-ზე მეტი მეხანძრე ებრძვის.
ipn.ge
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.