არქივი26 ნოემბერი, 2025, 17:38
ჰონგ-კონგში საცხოვრებელ კორპუსებში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა

ჰონგ-კონგში საცხოვრებელ კორპუსებში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი 13-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ტაი პოს რაიონში მდებარე საცხოვრებელ კომპლექსში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 28-ს აღწევს.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე 767 მეხანძრეა მობილიზებული.
სახანძრო სამსახურის განცხადებით, ჯერ კიდევ არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი ადამიანია შენობებში ჩარჩენილი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.