ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჰერჩინსკი: ვნახოთ, რა ზომებზე შეთანხმდებიან ორშაბათს წევრი სახელმწიფოები. [...] ყველა ზომა განიხილება

ჰერჩინსკი: ვნახოთ, რა ზომებზე შეთანხმდებიან ორშაბათს წევრი სახელმწიფოები. [...]  ყველა ზომა განიხილება

ჩვენ ვხედავთ ხალხს ქუჩებში, გვესმის მათი ხმა. გაოგნებულები ვართ ძალადობით, ეს სრულად მიუღებელია. ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, ვისაც თავისი თავისთვის და თავიანთი ოჯახებისთვის უკეთესი მომავალი სურთ, ვისაც სურთ, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს.

წინა კვირას ბრიუსელში ვიყავი და შესაძლებლობა მქონდა, ევროკავშირის 27 ელჩთან მესაუბრა, ასევე შევხვდი ჩემს შემცვლელს, ევროკავშირის ინსტიტუტებში ხელმძღვანელობის ცვლილება იყო.

16 დეკემბერს, ორშაბათს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბებიან და საქართველოს განიხილავენ. შემდეგი კვირის ბოლოს საქართველო კვლავ იქნება განხილვის საგანი ევროკავშირის სახელმწიფოების და მთავრობების ხელმძღვანელების დონეზე.

რაც ახლა ხდება საქართველოში, ძალადობისა და სისასტიკის დონე, აბსოლუტურად მიუღებელია, ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული აზრი, ეს ყველა დემოკრატიის ნაწილია, მაგრამ ძალადობა, სისასტიკე აბსოლუტურად მიუღებელია. ვნახოთ, რა იქნება მოხდება კვირას.

ვფიქრობ, ევროკავშირის დედაქალაქებსა და ასევე ევროკავშირის ინსტიტუტებში ჩვენმა უმრავლესობამ მიაღწია ეტაპს, როდესაც უნდა ვიმოქმედოთ. უმაღლესმა წარმომადგენელმა და ვიცეპრეზიდენტმა, კაია კალასმა თქვა, რომ ზომები იქნება მიღებული. ვნახოთ, რა ზომებზე შეთანხმდებიან ორშაბათს წევრი სახელმწიფოები. [...]

ყველა ზომა განიხილება - თქვა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.